ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე აშშ-ს მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ წინა ხელისუფლებას მიმართავს.
ფოფხაძის თქმით, ფარცხალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს თავდაცვის ექსმინისტრის, დავით კეზერაშვილის მარჯვენა ხელი იყო და ბიზნესის ტერორში მონაწილეობდა.
„მოიცა, მოიცა, მოიცა და ეს ნაცები რო დაჭყლოპინობთ ეს დღეებია და დაარბენიებთ ამ თქვენი ტელევიზიების მიკროფონების გადამტანებს, ფარცხალაძე, ფარცხალაძის ჯღავილით, ბიჯოო, ეგ ფარცხალაძე არ იყო თქვენ დროს ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი და კეზერას მარჯვენა ხელი?.. ახლა გაგახსენდათ მაგის ბოტასების ქურდობა წმინდა ძუკუ მიყუდებულის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომი და ეფესბეს აგენტობა?.. უკაცრავად და მაგ ფარცხალაძით ხომ არ ატერორებდა და აწიოკებდა თქვენი ხელისუფლება ბიზნეს?.. უი კიიი?.. დედააა.. ისა და ჩერეზ მაგ ფარცხალაძით ხომ არ დაალაგა და მოაყომარა თქვენმა “წმინდა კეზერა განდეგილმა” ქოცებთან ბიზნესები, ურთიერთობა, გაგება, ზეობა, მეობა და ჩახუტება?.. ააა ხოოო?..
ნწუ, ნწუ, ნწუუ.. ახლაა ფარცხალაძე ხიხია, ვავა და ფუა ხოო?.. ხოო და ფითილს დაუწიეთ ბლიად თქვენც და ქოცებმაც, ყველაფერი გვახსოვს და დოკუმენტურად გვაქვს დაარქივებული, ვინ რას აკეთებდით და რითი “სუნთქულობდით”..
ხოო და სუსკაც..
ერთი @@@ ხართ თქვენც, ფარცხალაძეც და მაგის ახლანდელი პატრონი ქოცობაც, იმ ვიღაც კურატორ ეფესბეშნიკთან ერთად“, – აღნიშნავს ფოფხაძე.
შეგახსენებთ, აშშ-მ ფარცხალაძე რუსულ ფსბ-სთან თანამშრომლობისა და ქართულ საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის გამო დაასანქცირა.