Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა სარგებელი და ზიანი მოაქვს ლიმონს ჩვენი ორგანიზმისთვის? – გაითვალისწინეთ

September 16, 2023
რა სარგებელი და ზიანი მოაქვს ლიმონს ჩვენი ორგანიზმისთვის? – გაითვალისწინეთ

ლიმონი – მრავალწლოვანი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა. ლიმონის ხის სიმაღლე 3—7 მ აღწევს. აქვს ეკლებიანი ტოტები, ღია მწვანე მოგრძო ლანცეტისებრი ან მოგრძო კვერცხისებრი, კიდედაკბილული, ტყავისებრი ფოთლები. ყვავილი ორსქესიანია, თეთრი, არომატული. ნაყოფი მრავალბუდიანი კენჯრაა, სიგრძე 6—7 სმ, დიამეტრი 5—6 სმ (120გ-მდე), ნაყოფის ქერქი 2—5 მმ სისქისაა, ყვითელი, გლუვი ან ამობურცულია. ზეთოვანი ჯირკვლებითაა მოფენილი, მწარე, დამახასიათებელი არომატი აქვს. რბილობი მომწვანო-მოყვითალოი, წვრილმარცვლოვანი, წვნიანი, ძალიან მჯავეა. თესლი ღია ფერისაა, გლუვი, ნაყოფში დაახლოებით 20 ცალი ან მეტია.

ლიმონის ნაყოფი შეიცავს – ლიმონის მჟავას, შაქარს, პექტინს, გლიკოზიდს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ფიტოსტერინს, ფლავონოიდებს; A, C, E, D, P, B ჯგუფის და სხვა ვიტამინებს.

მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს და სხვა.

სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა). მასში C ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში. ქერქში უხვად არის ციტრინიც. გარდა ამისა, ცედრა მდიდარია P ვიტამინით, გლიკოზიდებით.

ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.

ლიმონის წვენი კარგია ციებ-ცხელების დროს, წყურვილის მოსაკლავად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მას იყენებენ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებების, შემცირებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტის, ნიკრისის ქარისა და კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

  • მავნე თვისებები:
    ლიმონის მიღება საზიანოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ახასიათებთ ალერგია ციტრუსებზე, რადგან ამ დროს შეიძლება განვითარდეს გამონაყარი.
    მიიჩნევენ, რომ ლიმონოს ჭარბი რაოდენობით მიღება რეკომენდირებული არ არის, რადგან მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჩვენ ორგანიზმს.
    აგრეთვე, გვირჩევენ ლიმონოს წვენი მივირთვათ საწრუპის საშუალებით, შემდგომ კი პირის ღრუში გამოვივლოთ სოდიანი, ან მიმერალირო წყალი, რადგან მოცემული ციტრუსის წვენი აზიანებს ემალს, ჩვენ კბილებზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • „რაღაც სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა და [ქალი] 6 წლით ციხეში უნდა ჩავსვაო – ეს არის მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე
  • „ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს“ – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge