პარტია „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ რამდენიმე თვის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა. გულის შეტევის შემდეგ მედიკოსებმა მას სისცოცხლე შეუნარჩუნეს.
„სარკესთან” ინტერვიუში გოგი წულაია საკუთარ თავზე ყვება და იმ საღამოსაც იხსენებს, როდესაც ცუდად გახდა.როგორც იგი ამბობს, ცუდად გახდომის შემდეგ „თვალწინ მთელმა ცხოვრებამ” გაურბინა.
„გამთენიის ხანი იყო, ალბათ 4 საათი. გულის არეში მქონდა ტკივილები და ვერ ვსუნთქავდი, ჰაერი არ მყოფნიდა. სასწრაფოს გამოძახება არ მინდოდა, რაღაცნაირად ვჯიუტობდი და მეუღლე მაძალებდა. ბოლოს დავთანხმდი და მადლობა ღმერთს, რომ მეუღლემ სასწრაფო გამოიძახა. მოვიდნენ მედიკოსები, წამიყვანეს და აღმოჩნდა, რომ მქონდა ინფარქტი, ფილტვებში სპაზმები იყო დაწყებული და რამდენიმე წუთში საერთოდ ვეღარ შევძლებდი სუნთქვას. ჩემი სიცოცხლის შეწყვეტას რამდენიმე წუთიღა აკლდა. ცოლს რომ არ ეყოჩაღა, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ადამიანი ამ საუკუნეში გულით აღარ მოკვდება, თუ დროულად მივა კლინიკაში”,- იხსენებს გოგი წულაია.
გოგი წულაია საკუთარ მეუღლეზეც საუბრობს.
საოცრად განიცდიდა! მან გადამატანინა ის, რაც გადავიტანე. გვერდით მედგა, მამხნევებდა, სტიმულს მაძლევდა, სიცოცხლე მაჩუქა”,- ამბობს გოგი წულაია.