კორონავირუსის ახალი შტამის საქართველოში დაფიქსირებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სპეციალისტების, ასევე მოქალაქეების მხრიდან.
“უკვე ორი ადამიანი წამართვა ამ საშინელებამ და კიდე ახალი შტამი, ჭკუას არ ავცდე უკვე მართლა მეშინია”,- წერს კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებულის ყველა კონტაქტი დადგენილია. მისი თქმით, მისივე თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იზოლაციაში იმყოფება.