სიკეთე ხომ მარტივი გასაკეკეთებელია? ჰოდა, სიკეთის კეთება, ორმაგად სასიხარულო და სტიმულის მომცემია, როდესაც ხედავენ და გიფასებ… წარმოიდგინეთ, ქუჩაში თქვენთვის, თქვენს ფიქრებში მიმავალი პოულობთ საფულეს, „ბევრი ფულით“…. ვიღაცამ დაკარგა…. თანაც როდის? მძიმე პანდემიის პერიოდში, სოციალურად მძიმე ფონისას, საახალწლო დღეებში… წარმოგიდგენიათ საფულის მფლობელის რეაქცია ამ ამბავს რომ გაიგებსა? იქნებ რაში სჭირდებოდა, ისნებ რა საქმე უნდა მოეგვარებინა?… და იმას თუ წარმოიდგენთ რა რეაქცია უნდა ჰქონოდა მპოვნელს?
ადამიანს გააჩნია… პრინციპში მართალია და ვერ შეგედავები, რადგან ნებისმიერი ადამიანი სხვადასხვანაირად მოიქცეოდა.
თუმცა, ჩვენს დროში ხომ არიან კეთილშობილი ადამიანები, ჰოდა ზუსტად ასეთია, თორნიკე ნინიკაშვილი. ის, როგორც ცნობილია, „გლოვოს“ კურიერია.
ბიჭმა საფულე იპოვა და სრულიად სოციალური ქსელი შეძრა ამ ამბით, რათა მფლობელი ეპოვა.
იმდენად წინდახედულია, ფოტოების გამოქვეყნებისას პირადობის ნომერი და პირის იდენტიფიცირებისთვის ამომცნობი მონაცემები დაბლარა, რათა სხვას ბოროტი განზრახვით არ გამოეყენებინა.
მოკლედ, მის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს თავადვე დაწერა, რომ მფლობელს დაუბრუნა საფულე და თავს ბედნიერად გრძნობს…
„გადავეცი საფულე, ძალიან გავახარე, ვერ აღვწერ ამ სიხარულს, მაპატიეთ”, – წერს თორნიკე ნინიკაშვილი.
აქვე კომენტარებში საფულის მფლობელი ბიჭის დედის კომენტარს ვკითხულობთ:
„გაიხარე კარგო ვაჟკაცო, ჩემი შვილის გახარებისთვის“.