ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მიწის მასა ჩამოიშალა.
ფოტოებს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მკვიდრი, თამარ ჩიგოგიძე ავრცელებს და წერს, რომ ჩამოშლილი მიწის მასიდან მის სახლამდე მანძილი 6-7 მეტრია. ქსელის მომხმარებლები ჩიგოგიძეს ურჩევენ, სახლს არ მიუახლოვდეს.
წყარო: gurianews.com