ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსისა და ვაქცინაციის ირგვლივ არსებულ შეთქმულების თეორიებს სოციალურ ქსელში იუმორისტული პოსტით ეხმაურება.
მისი თქმით, მასონი ფრანგული სიტყვაა და ქართულად, ქვისმთლელს ნიშნავს, ხოლო ამ განმარტების მიხედვით გამოდის, რომ ის მასონების ოჯახიდანაა.
“მე მასონების ოჯახიდან ვარ!!! ჩემი დიდი ბაბუა , ბაბუა და მამა მასონები იყვნენ… მეტსაც გეტყვით, ქუთაისთან ახლოს არის ერთი ბუნებრივი ფერადი ქვებით მდიდარი სოფელი, ჭოგნარი , სადაც, თითქმის ყველა, მასონი ცხოვრობს…
დიახ, მასონი!!! ისე, რომ იცოდეთ, მასონი ფრანგული სიტყვაა და ქართულად ქვისმთლელს ნიშნავს. გადაშალეთ წიგნები და წაიკითხეთ , ბევრ კითხვაზე შეძლებთ პასუხის გაცემას!!!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.