ხურმა, საქართველოში ფართოდ გავრცელებული ხილია, რომელიც თითქმის ყველგან ხარობს და რაიმე სახის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება, ვინაიდან ჩვენთან მისთვის სასურველი კლიმატი და გარემოა.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ორი სახეობის ხურმა: ჩვეულებრივი ხურმა, რომელიც გამოირჩევა მშლაპე გემოთი, აქედან გამომდინარე მისი ჭამა დამწიფებამდე შეუძლებელია და მხოლოდ სრული დამწიფების შემდეგ არის შესაძლებელი. მეორე სახეობაა – კარალიოკი (კოროლიოკი) – მისი ნაყოფი მაშინაც იჭმება, როდესაც ის ჯერ კიდევ მკვრივია.
გარდა იმისა, რომ მოცემული ხილი უგემრიელესია, იგი გამოირცევა მრავალი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით, აქედან გამომდინარე მისი მირთმევა აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის.
კარალიოკს მატონიზირებელი თვისებები აქვს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შრომისუნარიანობას.