მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში საკმევლის შემადგენლობისა და მის სამკურნალო თვისებებთან დაკავშირებით აქვეყნებს ინფორმაციას.
„რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს? კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა. ის ფაქტი, რომ საკმევლის არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, ანიჭებს ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას, ბევრისთვის არის ცნობილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამას გარდა ის ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას ჰაერში. წყალსა და რაც მთავარია ორგანიზმში!
მაინც რა არის ამ სასწაულმოწმედი ნივთიერების საიდუმლო? ბიბლიაში ნათქვამია, რომ საკმეველის დამზადების რეცეპტი თავად უფალმა უკარნახა მოსეს. „უთხრა უფალმა მოსეს აიღე სურნელებადი შტახსის, ონიქსის, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა თანაბრად, დაამზადე მისგან საკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი. სუფთა, წმინდა.
სუფთა ლებონა – სწორედ ეს არის გუნდუკი. ფისი ძალიან იშვიათი ხის, BOSWELLIA-სი, რომელიც არაბეთში იზრდება.
შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა.
სურნელოვანი ხელბანა – ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი სპაზმოლიტური და შარმდენი თვისებები.
ონიქსი- წიღელ ზღვაში ბინადარი განსაკუთერებული ტიპის მოლისკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქვილ მდგომარეობაში უძველესი დროიდან გამოიყენებოდა მედიცინაში.
აღნიოშნული კომპონენტების ერთად შეზავების შემდეგ, მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ ჭეშმარიტი ბიბლიური საკმეველის სამკურნალო თვისებები.
შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი აღმოჩნდა უძლიერესი იმუნოსტიმულატორი!
აქედან გამომდინარე, როცა ღვთისმსახურები ავადმყოფ ადამიანებს საკმეველს უკმევდნენ, კვამლი, რომელიც რელიგიის მიხედვით წმინდა ძალებს განასახიერებს ოთახს ავსებდა.
მედიცინის ენაზე კი – ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავდა.
საკმეველის მადლი გფარავდეთ“ – წერს პაიჭაძე.
ნახეთ ვიდეო: