Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს პერიოდი ბევრ ადამიანს გამოუსწორებს ხასიათს“ – რას პროგნოზირებს რამაზ გიგაური

September 5, 2023
“ეს პერიოდი ბევრ ადამიანს გამოუსწორებს ხასიათს“ – რას პროგნოზირებს რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური მიმდინარე პერიოდის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს.

„მიმდინარე პერიოდში ცის კაბადონზე საკმაოდ სასიკეთო ასპექტი „შეიკრა“ და ეს არის მზე-იუპიტერის ტრინი. ეს ასპექტი 31 აგვისტოს გააქტიურდა და მისი გავლენა 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება (პიკი: 8 სექტემბერი).
მზე (ნათალურ ასტროლოგიაში) – ეს არის შინაგანი სამყარო, „მე“, ასე ვთქვათ, ასტროლოგიური იდენტობა. გარდა ამისა, ეს არის მამრული ენერგია, სასიცოცხლო ძალა, ვიტალურობა, შემოქმედებითი საწყისი, ადამიანის
„ატმანისებური“ სხეული (ანტიკურ ასტროლოგიაში – სული).
იუპიტერი – ეს არის წარმატება, გამარჯვება, იღბალი, სიმდიდრე, სიუხვე, შემოსავალი, ზრდა, სოციალური წინსვლა, ასევე მორალი, სამართალი, კანონი, უცხოეთისა და განათლების საკითხები (მათ შორის მოგზაურობა).
ტრინი – (120 გრადუსიანი ასპექტი) ეს არის ორ (ან მეტ) პლანეტას შორის სასიკეთო კავშირი, რომელიც შეიძლება გაიშიფროს როგორც წარმატება, ბედის საჩუქარი, გამართლება, მიზნის იოლი მიღწევა.
ამ ყველაფრის სინთეზს თუ მოვახდენთ, მივიღებთ, შედარებით წარმატებულ, იღბლიან პერიოდს, რომელიც სექტემბრის პირველ დეკადას მოიცავს. ამიტომ ამ პერიოდში გამართლების, წარმატების მიღწევის შანსი ძალიან მაღალია.
ეს განსაკუთრებით შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში სწორედ, მზე-იუპიტერის სასიკეთო კავშირი აქვთ (ტრინი, სექსტილი და ასევე შეერთებაც). ასევე იმ ადამიანებს, ვისაც მზისა და იუპიტერის სასიკეთო განთავსება აქვთ (მმართველობა და ეგზალტაცია).
მთლიანობაში, ეს პერიოდი არა მხოლოდ ახალი პროექტების დაწყებისთვის, განვითარებისთვის, ჰორიზონტების გაშლა-განვრცობისთვის იქნება სასიკეთო დრო, არამედ ადრე დაწყებული პროექტების რეორგანიზებისთვის და მათი ხელახლა გააქტიურებისთვის. ეს შეიძლება იყოს ასევე მოგზაურობაც, სწავლის დაწყება-განახლება, საბუთების მოწესრიგება, იურიდიული დავის დაწყება და ა.შ.
ეს პერიოდი ბევრ ადამიანს გამოუსწრებს ხასიათს და მოვლენების სასიკეთო განვითარების გამო, უფრო მეტ თავდაჯერებულობასა და მოტივაციას იგრძნობენ.
კონკრეტულ სიტუაციაში, ბუნებრივია, შედეგები დამოკიდებული იქნება პირად ჰოროსკოპში მზისა და იუპიტერის განთავსებაზე“, – აღნიშნავს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ეს უნდა იცოდეთ
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge