ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების პროექტი მზად არის.
პროექტის მიხედვით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება.
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება, 150 ლარიდან 10 000-ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.