ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის რუსებთან მიმართებით ქართველებისა და უკრაინელების დამოკიდებულებას ეხება.
„სასწაული ხალხი ვართ რა!
2015 წლის 13 ივნისს ხელისუფლების ხელისგულზე დადებული სისხლის სამართლის დანაშაული გავატარეთ… და კიდევ რამდენი;
3 აგვისტოს შოვის ჯოჯოხეთი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა – ორ ადამიანს ისევ ვეძებთ- ბავშვებს ვეძებთ, ბავშვებს! და დამნაშავეების მხილება და გამოძიება კი არა, ლამის სტატისტიკად გადააქციოს ხელისუფლებამ ეს შემზარავი ტრაგედია… და ამ ფონზე, ჩვენ, არც მეტი არც ნაკლები, ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების დასამოძღვრად მოვიცალეთ და საკუთარ ქაქში დაძირულები მართლმსაჯულებას ვასწავლით საგანგებო რეჟიმში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას…
ფასიან და უანგარო ქოცებზე არ ვწერ – მათი და რუსული ხელისუფლების მიზანი გასაგებია. ჩვენზე ვამბობ, ეს ყველაფერი რომ გვესმის და მაინც არ გვასვენებს გამჩენი! დამშვიდდით ჩემზე ძაან ობიექტურებო და სიცოცხლის დამფასებლებო – მიხედავს უკრაინა თავის საქმეს, დასჯის ვინც დასასჯელია და ნიანგის ცრემლების ღვრის გარეშე მოახერხებს ამას. ჩვენ საკუთარ გემს მივხედოთ, ჩასაძირად განწირულს, უკრაინულ გემს არაჩვეულებრივი კაპიტანი ჰყავს უმაგრესი ეკიპაჟით – ხალხით!
იცით რა განსხვავებაა ჩვენსა და უკრაინას შორის? იქ რუსი რუსია და მეორე მხარეზეა ხალხი რომელიც ომობს, ომობს და არა ტრაკს ათამაშებს ჩვენსავით, არავინ რომ არ გვეკითხება იქ რო დავერჭობით ხოლმე ჩვენი ობიექტური პეროებით. სწორედ ეგ ტრაკის თამაშია ჩვენი მხარის პრობლემა და დროა მივხვდეთ სადა ვბანაობთ სანამ წყალს და მეწყერს წაუღია მთელი ქვეყანა!“, – წერს ის.