პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის ბიუჯეტის ფულით დაფინანსებულ კონცერტებსა და ბიძინა ივანიშვილს ეხება.
„ „Imagine Dragons”-ის
მთელ კონცერტს ვუსმინე უფასოდ “ლოკომოტივზე”, სახლის აივნიდან.😀
რა თქმა უნდა, აბსურდია საბიუჯეტო კონცერტები, მაგრამ იმ მორალისტების არ მესმის, ხალხს რომ ამუნათებდნენ, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში რა გინდოდათ, ივანიშვილის აშენებულიაო. ისე, სახელმწიფო ინახავს იმ დარბაზს დიდი ხანია და მილიონობით ფული მიდის ამაზე.
არავის აქვს ივანიშვილის ვალი, ხუთჯერ ამოიღო უკვე ჩვენგან, რაც აშენა და არემონტა. იმდენი მიწები აქვს ჩალისფასასდ დათრეული, რომ ათი მონაკოს სახელმწიფო განთავსდება. ამ კონცერტებში ქვეყნის ბიუჯეტიდან ფული დაიხარჯოს და სიამოვნება “ოცნების” პარტაქტივმა მიიღოს, აბა ესაა საქმე?:)
ადექით და ისიამოვნეთ ჩემსავით“, – წერს ის.