„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებითი სამუშაოების ჩატარების გამო, 1 სექტემბერს, საღამოს 20:00 საათიდან 2 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში – ონიაშვილის ქუჩა N61-87, N64-80, ბუდაპეშტის 1-ელ შესახვევს, ბუდაპეშტის ქუჩა N13-29, N14-44, ლვოვის ქუჩა N81-97, ვაზისუბნის ქუჩა N79-139, N78-138, მეგრელაძის ქუჩას, დელისის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ნუცუბიძის ქუჩა N1 -47, ,N 2-32, ნადარეიშვილის, კამანის, და ილია აბულაძის ქუჩებს.