ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან მიმართებით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდას გამოეხმაურა.
„შარლ მიშელის სიტყვებით მანიპულირებენ ისევ – აი ხედავთ,. ეს არასანდო და გაიძვერა ევროკავშირი 2030-მდე არ გეგმავს გაფართოებას, ამათ იმედად ვერ ვიქნებითო, გეგონება 2030 სულ რაღაც ექვსნახევარ წელიწადში არ დგებოდეს. ან იმედი აქვთ, რომ ამომრჩეველმა შვიდის ფარგლებში თვლაც არ იცის. პრინციპში ზოგიერთი ამომრჩეველი უდასტურებს კიდეც ამას, რომ თვლა არ იცის. არადა თვლა რომ ყველამ ვიცოდეთ, რა ადვილად გამოვიცნობდით, რომ 2030-მდე კანდიდატის სტატუსი გვჭირდება, როგორც ეტაპი და მე თუ მკითხავთ, მთავრობას ჩვენზე მეტად (და)სჭირდება. რაც უფრო მოიმატებს მოსკოვის თავზე უკრაინული დრონები, უფრო მალე მიხვდებიან ამას და მალეც გვიან იქნება. ხოდა მიხვდით, მეუთხარი მალეზე მალე, ვითა ბრძენნი და ვიზიონერნი, იქონიეთ ყური და გაიგონეთ. არანაირი პროპაგანდით ხალხის 85%-ს არ შეეცვლება ევროპისკენ მისწრაფება, რადგან ხალხის 85%-მა იცის საკუთარი თავის ფასი და დარწმუნებულია, რომ არა დამპყრობელის წუმპეში, არამედ ცივილიზებული ქვენების სიაშია საქართველოს ადგილი“, – წერს ის.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელმა, განაცხადა, რომ “ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად”.