პროკურატურამ RAMMSTEIN-ის ვოკალისტის ტილ ლინდემანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეწყვიტა.
მომღერლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარე წლის ივნისში გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ აღიძრა. ჯგუფის რამდენიმე თაყვანისმცემლის თქმით, კონცერტის შემდეგ მათ მუსიკოსთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ, რომელზეც თანხმობა არ განუცხადებიათ.
ბრალმდებლებს ასევე ეჭვი აქვთ, რომ ლინდემანის მიერ შეთავაზებულ სასმელში ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული. მუსიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფს.