აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალური ქსელით გასულ დღეებში უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებებს გამოეხმაურა.
„მედვედევის განცხადებები ნახეთ საქართველოზე? ქართული კულტურა და გასტრონომიაც კი რუსულიაო. ლანძღა მიხეილ სააკაშვილი და ზედ მიაყოლა სალომე ზურაბიშვილიც, ხოლო ქართული ოცნება შეაქო. ისიც კი გამოურია, დიდი ამბიციები თუ გექნებათ, აფხაზეთს საერთოდ მივიერთებთო. ბიძინამ უნდა თქვას პატრიოტი ვარო, ოღონდ რუსეთის პატრიოტი. საუკუნეებია არც ყოლია რუსეთს ასეთი მოკავშირე ქვეყანაში. ვულოცავ სრულიად ქოცებს, პუტინის შემდეგ მეორე კაცისგან შექება დაიმსახურეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაჯილდოვდებიან კიდეც. დარწმუნებული ვარ მათ ამომრჩევლებს სწორედ ეს გინდოდათ, წარმომიდგენია როგორი ბედნიერი ხართ ამ მდგომარეობაში“, – წერს ის.
შეგახსენებთ, მედვედევის განცხადებებს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „ქართული ოცნების“ შესახებ.