ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში დაჯგუფება „ვაგნერის“ აწ უკვე ყოფილი მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვას გამოეხმაურა.
„პრიგოჟინი მოკლეს.
გავუფრთხილდეთ კოკა მორგოშიას“, – წერს ის.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამ ზაფხულს მარშით გაემართა მოსკოვისკენ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
„ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია კი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.