“ღარიბაშვილმა ისე აუშვა აფრები, მგონი მალე უფროსი სურამის ციხის… კი არადა, ჩინეთის დიდ კედელში ჩააყოლებს…” – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერის ჩინეთით დაინტერესებას.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შემდეგ ის აქტიურად საუბრობს საქართელო-ჩინეთის ურთიერთობებზე, რამდენიმე საათის წინ კი “ტვ იმედმა” მისი ჩინურ არხზე მიცემული სრული ინტერვიუ გაუშვა.