“მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია” – დღეს ამომიგდო ეს “მემორიმ”.
არ ვიცი მაშინ რა ხდებოდა, მაგრამ დღეს რომ ზუსტად ასე ვარ, ეს ვიცი.
რა დროს მწერალთა კავშირი და ქეთი დუმბაძეა ხალხო! პატარა ბავშვები მოგვიკლეს! არ მაინტერესებს, ვინ რა იცოდა და დაიკიდა ან არ იცოდა, ეს გამოძიებამ და კომისიებმა გაარკვიონ. მე მხოლოდ ერთი რამე ვიცი: იმ ავბედით დღეს რომელიმე ჩინოვნიკის ოჯახის წევრი რომ იქ ყოფილიყო, არავინ დატოვებდა ღამით იქაურობას, დახმარებასაც ითხოვდნენ, ვერტმფრენიც აიწეოდა სადაც დგას იქიდან და სასოწარკვეთილ მამას, რომელიც იხვეწებოდა არ დამიტოვოთ პატარა ბავშვები ღამით მარტოო დღეს თოჯინით ხელში არ მოუწევდა მესამე შვილის ცხედრის ლოდინი! თუ მართლა გჯერათ კომენტარებში რომ უწერთ ღმერთო გაუცოცხლე თოჯინაო ამის???
ყველა გადარჩენილის მონაყოლიდან სრულიად ცხადია რომ ისინი ადგილობრივი მაცხოვრებლების წყალობით გადარჩნენ და უკვე გადარჩენილები მოათავსეს 3 საათის დაგვიანებით მოსულ ვერტმფრენში! წაიკითხეთ ყურადღებით რას ყვებიან! ერთი გადარჩენილი ოჯახი კი იმასაც ამბობს ხანდახან მრცხვენია რომ გადავრჩითო! მრცხვენიაო ხალხო და ჩვენ???
ვინც გადარჩა გადარჩაო, ის ნაძირალა დეპუტატი რომ ამბობს და კიდევ რომ დეპუტატია, არ გვრცხვენია ამის?!
ეს ნაძირალები რომ იქით გვიტევენ და ხვალ ჩვენ შვილებსაც ემუქრებათ საფრთხე, თუ არ გვრცხვენია, არ გვეშინია მაინც??? გადავდოთ საკუთარი თავები და მივაშოროთ ეს ბოროტება რომელიც შვილებს გვიკლავს ხალხო!
რა ვიცი ეგებ ზედმეტი მომდის, ზედმეტად განვიცდი, მითხარით მაშინ, დამამშვიდეთ, ამიხსენით რომ რასაც ვამბობ ეგრე არ არის! დამეხმარეთ!
მე მართლა ძალიან მეშინია რომ ეს განცდა ხვალ რაღაც სხვაში გადავა, რაღაც საზარელ სიცარიელეში, აი ზუსტად იმ სიცოცხლეში, სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია!
მეტი რა ვთქვა რა შემოგძახოთ არ ვიცი.
ეს არც თვითგვემაა და არც სასოწარკვეთა – ეს მოწოდებაა ვინც გაიგეთ…” – წერს ირინა სარიშვილი.