შოვში, სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული მეგი გუტაშვილია.
გარდაცვლილი გოგონას მეგობარი ლიზა საორსელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და მეგის აქამდე უცნობ ვიდეოს ავრცელებს:
“ჩვენ, ქართველებს, ტრაგედიები შემოგვეჩვია და სტატისტიკად იქცა. სათვალავი აგვერია იმ ამბების, რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფით სრულდება.
სამყაროდ იქცა მეგი და ყველა ის ადამიანი, ვინც შთანთქა მიწამ.
ყველაზე მეტად მაინც იმაზე მეფიქრება რომ ეს არ იყო გარდაუვალი რამ, ეს იყო მოვლენა, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო.
დღეს ვამბობდით, ნებისმიერი რამის კეთების დროს, გონებას ფონად დასდევს რაჭა, შოვის ამბები. და მაინც, ფიზიკურად ვერ წარმოვიდგენთ იმ ადამიანების ემოციებს, ვინც დაკარგა შვილი, დედა, ოჯახის წევრი. ან ყველაზე მეტად, მაინც, როგორ უნდა წარმოიდგინო ემოცია, რომელსაც გრძნობდნენ ტალახში ჩაფლული ადამიანები.”