ატამი ადამიანის ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან არაერთ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: მდიდარია A ვიტამინით, ბეტა-კაროტინით, C ვიტამინით, შეიცავს E, K, B1, B2, B3, B6 ვიტამინებს კალიუმთან, კალციუმთან, მაგნიუმთან, რკინასთან და თუთიასთან ერთად.
– ატამი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რისი წყალობითაც წარმოადგენს ანტიკანცეროგენს და პრევენციულ როლს თანაშობს სიმსივნურ დაავადებებთან მიმართებაში;
– C ვიტამინის მაღალი შემცველობის მეშვეობით, ატამი დადებით გავლენას ახდენს ჩვენი კანის მდგომარეობაზე, იცავს მას თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და ნაადრევი დაბერებისგან. გარდა ამისა, ატამში არსებული ანტიოქსიდანტები ზეაქსანტინი და ლუტეინი პრევენციულად მოქმედებენ ულტრაიისფერი სხივებისგან კანის დაცვის მხრივ, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს ახალგაზრდა და ჯანსაღ კანს.
ატამში რკინა ორჯერ მეტია, ვიდრე ვაშლში! ატმის ახალგამოწურული წვენი და ხილფაფა არ აღიზიანებს კუჭს, ხოლო შეკრულობის დროს სამკურნალოდაც გამოდგება. ამ მიზნით
ჩვილებს 8-9 თვიდან ურჩევენ 50 მლ ატმის ახალგამოწურულ წვენს ჭამამდე 15 წუთით ადრე.