შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. სტიქიის ადგილას დღეს ორი ცხედარი იპოვეს.
როგორც ცნობილია, შოვში დღეს ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ქეთევან ლობჟანიძეს ეკუთვნის. ინფორმაცია ფორმულას დაღუპულის შვილმა დაუდასტურა.
შოვში 12 ადამიანს ისევ ეძებენ.
