დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
1 სექტემბრიდან რუსული კგბ/ფსბ ს ოფიციალურად ექნება 24 საათიანი წვდომა იანდექს ტაქსის მონაცემთა ბაზებზე – საბანკო ანგარიშები, გადაადგილების მარშრუტები, მეილი, თქვენი ტელეფონის შიგთავსი და ა.შ. პირდაპირ გადავა რუსული სპეცსამსახურის კონტროლზე.
დარწმუნებული ვარ, მანამდეც საჭიროების შემთხვევაშიც ახერხებდა ამ მონაცემების გამოთხოვას, მაგრამ 1 სექტემბრიდან ამის უფლება უკვე კანონის ძალით ექნება.
ხო, რა მინდოდა კიდევ მეკითხა, ბელარუსულ კგბ სთან როგორ მიდის თანამშრომლობის ამბავი? 🧐
