„ტაბულას“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში რაჭაში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის კომენტარებს გამოეხმაურა.
„ამ მომენტში, ადამიანების გადარჩენისთვის ლოცვის და საკუთარი საქმის (ჩემს შემთხვევაში – გაშუქება) გარდა, რა უნდა აკეთოს ნორმალურმა ადამიანმა არ ვიცი.
დატოლებების ადგილი და დრო რომ არ არის ეგ ვიცი ზუსტად.
ხალხი ტალახში იხრჩობა და ჩემს ფიდში შემორჩნენ ადამიანები, ვინც პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს ჰიპოთეზებით – “მიშა რას იზამდა”.
ასეთი სუსტი, უბადრუკი, უგემოვნო და სასოწარკვეთილი გამოხტომა ცოტაჯერ მინახავს“, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, ამ დროის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულს კი ჯერ კიდევ ეძებენ.