Sunday, June 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა“ – გიორგი კეკელიძე შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე

August 4, 2023
„რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა“ – გიორგი კეკელიძე შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე

პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გუშინ რაჭაში ჩამოწოლილი მეწყერის ამბავს გამოეხმაურა.

„რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა. რომ მოუსმენ, სხვა რამეს მიხვდები. ოღონდ ახლოს უნდა მიხვიდე, სხეულზე ყური დაადო და ისე მოუსმინო. გესმის? რაჭული გული სწრაფად ცემს. ძალიან სწრაფად. ეს სიდინჯე და ნელი სიტყვა სულ თამაშია. თვალები გასცემენ ამ თამაშს. ჩქარი და ციმციმა. რაც იქ სევდაა და სიხარული, ეგ დუნე ვერ იქნება. რაჭას მოსმენა უნდა, მოსმენა და მოვლა – თორემ მერე თვითონ ხმამაღლა დაგელაპარაკება – მეწყერია ეგ ხმამაღალი ლაპარაკი. მეწყერი ან მიწისძვრა ან მოვარდნილი წყალი – როგორც დიდი სამდურავი ჩვენებური ზედაპირული ყურადღების.
რაჭული ჭიშკარი ისეთია, რომ გაღებას დაგავიწყებს – დაჯდები და უყურებ. ფერმკრთალი ცისფერი. უცნაურად მობერებული ცისფერი. ისეთი ჩუქურთმებით, სიტყვად რომ ვთქვათ – ქვეშენიჭირიმე რომ გამოვა. ფოტოს ვერ ვუმიზნებ, ძნელად უმკლავდება და ასე, ნაწერს ვიშველებ. ასეთი ჭიშკრები არსად მინახავს. ამ ჭიშკრებს სახლებში კი არა, ადამიანებში შეყავხარ. და ეს ადამიანები, ოთხმოცდაათი წლის სიმონიკები და ნათელიკები, სახელებშიც კი ბავშვობადანარჩუნებულები, გკარნახობენ, რომ გაჩუმდე და მათ გულს ყური დაუგდო. ეს გულები ბუხრებს გვანან და აქაური ბუხრები ბარემ ას წელსაც უწევენ და რაც იქ ცეცხლია გაჩაღებული და ნაკვერჩხლად ქცეული, ყველა მიშტერება ახსოვთ – ზოგი დარდიანი და ზოგიც ღვინით მხიარული.
სიმონიკები და ნათელიკებიც გვიმახსოვრებენ. ეს ჩვენ ვივიწყებთ ხოლმე და ზაფხულობით გვახსენდება. ისიც, კაცმა არ იცის – ეს ხალხი თუ ლობიანი“, – წერს ის.

შეგახსენებთ, ამ დროის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • მცხეთაში ეექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა – რა ხდება ადგილზე?
  • იწვიმებს თუ არა დღეს? – სინოპტიკოსების პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge