Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home შოუბიზნესი

“საოპერაციოდ შევყავდი და ამ დროს ძალიან შევშინდი, მწყევლიდნენ” – ჭოხონელიძე

December 23, 2020
“საოპერაციოდ შევყავდი და ამ დროს ძალიან შევშინდი, მწყევლიდნენ” – ჭოხონელიძე

“ოთხი წლის ასაკიდან მცნობენ და ხალხის დიდი სიყვარული სულ თან მდევს. თუმცა, არსებობენ ადამიანებიც, რომლებსაც იმდენად დიდი ღვარძლი აქვთ, რომ ვერ მალავენ და სოციალურ ქსელში საჯაროდ აფრქვევენ. თავის დროზე გამაოგნა ამ ყველაფერმა და საშინელმა კომენტარებმა კინაღამ დანგრევის პირას მიმიყვანა”, – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ “თბილისელებთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, ხშირად ლანძღვის ობიექტი მორწმუნეების მხრიდანაც ხდება, რაც მისთვის გაუგებარია. ჭოხონელიძე ამბობს, რომ არსებული აგრესიის გამო სოციალურ ქსელს აღარ იყენებს და მის გვერდს ადმინისტრატორი მართავს, რომელიც მხოლოდ დადებით კომენტარებს აკითხებს.

“დღეს აღარ მაქვს შეხება სოციალურ ქსელთან და ჩემი გვერდის ადმინი მხოლოდ იმ კომენტარებს მიგზავნის, რომელიც სიყვარულითაა გაჟღენთილი. მინდა, ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ცუდის საწერად იწუხებს თავს, მე მათ ნაწერებს არ ვკითხულობ, ტყუილად იხარჯებიან. როდესაც დაჩაგრულის იმიჯი გაქვს, მაშინ ნაკლებად გტკენენ გულს, მაგრამ როგორც კი დაინახავენ, რომ ფეხზე წამოდექი, ცდილობენ, ისევ წაგაქციონ. აქ ბუნებრივია, ყველაზე არ მაქვს საუბარი, მხოლოდ გარკვეულ კატეგორიაზე.

ყველაზე საწყენი ისაა, რომ მსგავს კომენტარებს ისეთი ადამიანები წერენ, მთავარ ფოტოდ რომ მამაოებთან გადაღებული სურათი უდევთ. ძალიან მწარედ მახსოვს, საოპერაციოდ შევყავდი და შემთხვევით, ჩემი სიმღერის ქვეშ რამდენიმე ძალიან მძიმე კომენტარს წავაწყდი. ძალიან შევშინდი, იწყევლებოდნენ კიდეც. ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც რწმენითა და მამაოებთან სიახლოვით იწონებენ თავს. ეს ის პერიოდია, როდესაც ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ მე, ჩემს შვილსა და შვილიშვილს ტაძარში არ უნდა გვეგალობა, იმიტომ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეზე არ ვიმღერე. შემეჯიბროს ნებისმიერი მათგანი ოჯახის სიწმინდის დაცვაში, მაგრამ მაშინაც და დღესაც, ჩემი აზრი ასეთია: მე ვერ შევეგუები ადამიანის დისკრიმინაციას ვერც რელიგიური მრწამსისა და ვერც სექსუალური ორიენტაციის გამო.

მაინტერესებს, თავად ეს ადამიანები, რომლებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე მამაოებისა და უფლის სიტყვებს იშველიებენ, რამდენად არიან იმის მომხრეები, რომ ხალხი, რომელიც მათ არ მოსწონთ, ჩაიქოლონ?! თუ დავინახავ, რომ ვინმე სახლში მივარდება და ჩემი შვილის ფსიქიკის გარყვნას ცდილობს, მე მას თავს შევაკლავ, მაგრამ როცა ის ადამიანი თავისთვის ცხოვრობს, ძალიან ბევრი თავის საქმეში წარმატებულია და ქვეყნისთვისაც კეთილ საქმეს აკეთებს, მათი დისკრედიტაცია ჩემთვის მიუღებელია. ამ შეხედულების გამო, რომ იმ ადამიანებისთვის ვარ მიუღებელი, ვინც მამაოებთან ისე დაახლოებულია, რომ მასთან ერთად გადაღებული ფოტოები უდევს სოციალურ ქსელში, ცოტა არ იყოს, მეცინება კიდეც. იცით, მე რა მიკვირს, მამაოებს ხომ მოძღვრები ჰქვიათ, ნუთუ არ ეუბნებიან თავიანთ „სულიერ შვილებს“, რომ განკითხვა და მით უმეტეს, წყევლა, მომაკვდინებელი ცოდვაა და არ შეიძლება?!”, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • “პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”- კობახიძე
  • „ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება…“ – ზუგდიდში, ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge