ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურაა. ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხის გამო 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. “მეტრონომი” სინოპტიკოს დოდო გვაზავას ესაუბრა მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით. მან განმარტა ემუქრება თუ არა საქართველოს მსგავსი სიცხეები.
“საქართველოში ამინდს ძირითადად განაპირობებს აღმოსავლეთ ევროპიდან მოქმედი შედარებით გრილი ჰაერის მასები. არქტიკული ცივი ჰაერის მასები აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოდის ჩვენს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან
დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში, კერძოდ, თვის ბოლომე მოსალოდნელია ცალკეულ რაიონებში დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაბამისად ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება დაბლობ რაიონებში 30-32 გრადუსი, მაღალ რაიონებში 29-31.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ამ თვის ბოლომდე მოსალოდნელია 34-36 გრადუსი”
როგორი იქნება აგვისტოს თვე კურორტებზე?
გლობალური რუკების დახმარებით , შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგვისტოს თვის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში იგივე ჰაერის მასები იქნება შენარჩუნებული, ამიტომ ტემპერატურის მკვეთრი მომატება არ გველის. იგივე ვითარება იქნება სანაპირო ზოლზეც.