ვერძი
შესაძლოა, სამსახურში კოლეგებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ან მეგობრის მხარდაჭერა მოგიწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დახმარებაზე უარი არავის უთხრათ და სიკეთე აუცილებლად ორმაგად დაგიბრუნდებათ.
კურო
გარშემო მყოფებს თქვენი უმცირესი შეცდომაც კი თვალში ხვდებათ. შეცდომები კიდეც რომ არ იყოს, თავად მოიგონებენ, ასე რომ, არ ინერვიულოთ და ეცადეთ, შექმნილ მდგომარეობას იუმორით შეხედოთ.
ტყუპები
შესაძლოა, ვიღაც ინტრიგას ხლართავს, ჭორებს გივრცელებთ ან თქვენი კარიერის დანგრევას ცდილობს. ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ და უმცირესი წვრილმანიც კი არ გამოგეპაროთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ყველაზე კარგად გამოგდით საქმე, რომელიც ყურადღებას, მოთმინებას და პუნქტუალურობას მოითხოვს. ამის წყალობით დაგროვილ საქმეებსაც ადვილად გაუმკლავდებით და ფინანსურ პრობლემებსაც მოაგვარებთ. ამ დღეს ნაყიდი ნივთი დიდხანს გაგახარებთ, ამიტომ გირჩევთ, მაღაზიები დაიაროთ.
ლომი
ამ დღეს ნებისმიერ საკითხში პირველ ადგილზე საკუთარ თავს აყენებთ. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, სხვისი აზრის გათვალისწინების გარეშე იღებთ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, გარშემომყოფებს მოეწონოთ. ასე რომ, მზად იყავით კამათისთვის.
ქალწული
ამ დღეს საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, სამუშაოს თავი დროულად დააღწიოთ, რათა მათთან მეტი დრო გაატაროთ.
სასწორი
ეს დღე გაიძულებთ, რომ სასწაულის არსებობა დაიჯეროთ. შესაძლოა, დეჟავიუს განცდა გეწვიოთ ან უცნაური მოვლენის მხილველი გახდეთ. არც ისაა გამორიცხული, რომ დიდი სიყვარული გეწვიოთ. რატომაც არა – სიყვარულიც ხომ სასწაულია?
მორიელი
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ძველი და მარტივი გზით სიარული მოგიტანთ. გაბედული ექსპერიმენტის ჩატარება სხვა დროისთვის უნდა გადადოთ. ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით მოქმედება არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ პირად ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
მთელ დღეს გარშემო მყოფებისთვის რჩევის მიცემასა და დარიგებებში გაატარებთ. თქვენი რჩევები ზედმეტად ემოციური, მაგრამ ძალიან ღირებული იქნება.
თხის რქა
დილიდან ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, რასაც შეიძლება გარშემო მყოფებთან კონფლიქტები, წყენა და გაუგებრობა მოჰყვეს. ამის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და რაღაც სასარგებლო საქმე აკეთოთ.
მერწყული
ახალი საქმის ან პროექტის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. ასეთი დღე წარმატებისკენ არ განაწყობს და ამას უნდა შეეგუოთ. გირჩევთ, დღეს დინებას მიჰყვეთ. ასე შეიძლება საქმის გაკეთება ვერ შეძლოთ, მაგრამ არც გააფუჭებთ.
თევზები
ამ დღეს გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებს ფაქიზად და მზრუნველობით უნდა მოეპყროთ. თქვენმა მოუთმენლობამ და პრეტენზიებმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს, ამიტომ კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ.