Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თამარის საფლავის საიდუმლო ბოლოს მხოლოდ ერთ ადამიანს სცოდნია“ – რას მოგვითხრობს ინგუშური თქმულება

July 17, 2023
„თამარის საფლავის საიდუმლო ბოლოს მხოლოდ ერთ ადამიანს სცოდნია“ – რას მოგვითხრობს ინგუშური თქმულება

– ინგუშურ ხალხურ ტექსტებში თამარ მეფე წარმოდგენილია თავისი საკრალური და ღვთაებრივი თვისებებით. თქმულებები მას „წმინდა მეფედ“ მოიხსენიებენ. ისევე, როგორც ხევსურულ ანდრეზებში, ინგუშურ ხალხურ ტექსტებშიც მოიხსენიება თამარ მეფის მიერ შეწირული თასები, რომლებსაც კულტმსახურებისთვის იყენებდნენ. ინგუშურ ენაში თამარ მეფის სილამაზესთან დაკავშირებით გვხვდება ფრაზეოლოგიზმები და იდიომატური გამოთქმები, რომელიც ქართულ ენაზე შეიძლება ასე ითარგმნოს: „თამარ მეფეზე ლამაზი მაინც ვერ იქნები“.გადმოცემები მოგვითხრობენ ინგუშებთან ქართველი მეფის ურთიერთობაზე. თქმულებებში იგრძნობა ქართველი მონარქის მიმართ ინგუში ხალხის სიყვარული და პატივისცემა.

ერთ-ერთი ინგუშური თქმულება, რომელიც ინგუშეთის სოფელ გალაშქეში ჩაუწერიათ, წარმოადგენს რუმის სულთნის მიერ თამართან გამოგზავნილი თავხედური წერილის ისტორიის ერთგვარ გახალხურებულ ვერსიას.

ინგუშურ ვერსიაში ზაქარია მხარგრძელს ინგუში თოვბოტი ენაცვლება. ინგუშმა ჭაბუკმა დაიცვა ქართველი მეფე, დაამარცხა თამარის შეურაცხმყოფელი სარდალი, რომელიც ცხენის გაცვეთილი საჭედურის ფასად ხევსურებს მონად მიჰყიდა.

სხვა თქმულება მოგვითხრობს თამარ მეფის ინგუშებთან სტუმრობის შესახებ, რომლებსაც დიდი მეფის პატივსაცემად დოღი გაუმართავთ. იმავე გადმოცემის მიხედვით, ინგუშებს კოშკები და ციხესიმაგრეები თამარ მეფის ბრძანებით აუგიათ.

650264-1689058062-1689587888.jpg

ზოგიერთი ინგუშური თქმულება ამგვარი შესავლით იწყება:

„ბევრი მეფე-მმართველი ჰყოლია ამ ქვეყანას, მაგრამ თამარზე უკეთესი არცვინ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო“, ან „იყო ბედნიერი დრო, ჩვენი ქვეყანა ქართველთ მეფე თამარის განმგებლობაში შედიოდა“.

ერთ-ერთი ინგუშური თქმულების მიხედვით, თამარი ღილღველების დისშვილი ყოფილა. როცა თამარი გარდაცვლილა, თამარის ცხედარი ოქროს კუბოთი შვიდი ღილღველისთვის (ინგუშისთვის) გადაუციათ, რათა ისეთ ადგილზე დაემარხათ, რომ მტერს არ მიეგნო და შური არ ეძია.“ თამარის საფლავის საიდუმლო ბოლოს მხოლოდ ერთ ინგუშს სცოდნია, რომელსაც მთელი ღლიღვეთის (ინგუშეთის) დიდი განძის საიდუმლოც ებარა. სიკვდილის წინ მას უთქვამს: „ამ ორ საიდუმლოს ღვთის გამგებლობაში დავტოვებ. ის დაიფარავს მათ. როცა ჩვენი ხალხი დამოუკიდებლობას მოიპოვებს, უზენაესის ნებით, ორივე გამჟღავნდება. მანამდე კი სასტიკად დაისჯება ყველა, ვინც შეეცდება, ამ საიდუმლოს ფარდა ახადოს“. ქართულ ფოლკლორშიც, თამარის საფლავი გასაიდუმლოებულია და რელიგიური საკრალიზმით არის შეფუთული.

თამარ მეფე ქართულ ფოლკლორში გამითიურებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხურ გადმოცემებსა და სიმღერებში თამარ მეფეს მითოლოგიური არსების, ღვთაების თვისებებიც მიეწერება. როგორც გადმოცემები მოგვითხრობენ, თამარ მეფემ ქვეყანაზე მარადიული გაზაფხული, სამოთხისებური ყოფა დაამყარა. მან სძლია დრო-ჟამს, დაიმორჩილა არა მხოლოდ ხმელეთი, არამედ, ზღვის დიდი ნაწილიც. ფშავში არის თამარ მეფის სახელობის სალოცავი. ქართველ მთიელთა საკულტო-საფერხისო სიმღერების მიხედვით, თამარ მეფე წარმოდგენილია დემიურგული ფუნქციებით.

ინგუში ხალხი, რა თქმა უნდა, ვერ დარჩებოდა გულგრილი თამარ მეფის მიმართ, რადგან ინგუშურ ფოლკლორში დადასტურებულია ქართული კულტურის არა ერთი ელემენტი, რომლებსაც ხანგრძლივი ისტორიული მეზობლობა, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა ედო საფუძვლად. ქართული კულტურის გავლენის კვალი ინგუშურ თქმულებებში იგრძნობა, როგორც ცალკეული მოტივებისა და სიუჟეტების სახით, ასევე, პერსონაჟთა ფუნქციებსა და თვისებებში.

მართალია, ინგუშური ხალხური ტექსტების ჩაწერა საკმაოდ გვიან დაიწყო, XIX საუკუნის II ნახევარში, მაგრამ მან მაინც შეინარჩუნა საქართველოსთან ისტორიული ურთიერთობის ამსახველი სიუჟეტები, ცალკეულ ისტორიულ პირთა სახელები. საილუსტრაციოდ მოვიყვან კონკრეტულ ინგუშურ თქმულებებს, რომლებშიც ქართული კულტურის ელემენტები დასტურდება. იხილეთ სრულად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – ვრცელდება კადრები ადგილიდან
  • აქცია ლოზუნგით “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია” დასრულდა |მონაწილეებმა რუსთაველზე გადაინაცვლეს
  • “ეს არის ის დღე, როცა ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ გადავარჩენთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას”- სალომე ზურაბიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge