პოლონეთში დააკავეს ქართველი, რომელსაც 5 არასრულწლოვანი უკანონოდ გადაჰყავდა. ისინი სირიის მოქალაქეები არიან და მათ სლოვაკეთის პოლიცია ეძებდა.
საქართველოს მოქალაქე გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი დაკარგა და სასაზღვრო პოლიციის მანქანას შეეჯახა.
ქართველი არალეგალური მიგრაციის ორგანიზების ბრალდებით დროებით დააკავეს.
წყარო: tv25.ge