Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა იყო მამაკაცის უძველესი პროფესია და რატომ გახდა ის შეურაცხმყოფელი სიტყვა?

July 12, 2023
რა იყო მამაკაცის უძველესი პროფესია და რატომ გახდა ის შეურაცხმყოფელი სიტყვა?

ყველამ იცის, ქალის რომელი პროფესია ითვლება უძველესად. თუმცა, მამაკაცის უძველესი პროფესიის შესახებ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს. ამ პროფესიას ერქვა “პარასიტი” და სწორედ მისგან წამოვიდა ცნობილი წყევლა სიტყვა “პარაზიტი”, რომლის მნიშვნელობაც დღეს ყველამ იცის.

სიტყვა “პარასიტი” ბერძნულიდან ითარგმნება როგორც “მოტრაპეზე”. ასე ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ ადამიანებს, რომლებიც სტუმრებს მასპინძობდნენ დღესასწაულზე. მათ უნდა შეძლებოდათ საუბრების მართვა სხვადასხვა თემაზე, სამხედროდან ფილოსოფიურ საკითხებამდე. სუფრასთან პარასიტს შეეძლო საათობით ესაუბრა ერთი ჭიქა ღვინის მიღმა ცხოვრების აზრზე, მოეყოლა ლექსები, ეთქვა ქალაქის ჭორები, იგავ-არაკები და ანეკდოტები.

2023062015081189693-1688634580.jpg

ეს სულაც არ იყო ადვილი პროფესია. ამაში წარმატებული მხოლოდ კარგად განათლებული ადამიანი ხდებოდა, რომელსაც საუბარი და სხვების აყოლიება შეეძლო. დახელოვნებულ პარასიტებზე დიდი მოთხოვნა იყო. მათ პატივისცემით ეპყრობოდნენ, საჩუქრებს უკეთებდნენ და, რა თქმა უნდა, კარგად კვებავდნენ. პროფესიონალებს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ და თითქმის ყოველდღე იწვევდნენ საჭმელად.

პარასიტად მუშაობა ყველას შეეძლო, იქნებოდა ის თავისუფალი ადამიანი თუ არა, ყოფილა შემთხვევები, როცა ძველ საბერძნეთში მონებიც მიუწვევიათ სუფრაზე. ლეგენდარულმა ეზოპმა თავისი კარიერა, სწორედ პარასიტობით დაიწყო. კეთილშობილი ბერძნები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომ კოჭლი და მახინჯი მონა სუფრაზე გამოეძახებინათ, ისინი აღფრთოვანებული იყვნენ მისი მჭევრმეტყველებით.

რომის მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებდათ ფილოსოფიური საუბრები სუფრაზე. დღესასწაულზე პარასიტების ამოცანა იყო მასპინძლებთან მლიქვნელობა და მათი სახლის ქება ყოველმხრივ. ასევე სავალდებულო იყო მახვილგონივრული ხუმრობები, ხშირად ვულგარულიც.

ოდესღაც პატივცემული პროფესია საბოლოოდ დაკნინდა. სწორედ მაშინ შეიძინა სიტყვა „პარასიტმა“ თანამედროვე ნეგატიური კონოტაცია. რომაელმა დრამატურგებმა დაიწყეს პარასიტების ჩვენება სპექტაკლებში, როგორც კომიკური პერსონაჟების. ისინი ინტრუზიული, ხარბი და მაამებელი საჩუქრების მოყვარულები იყვნენ.

2023062015123689693-1688634591.jpg

ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ სწორედ პარასიტები იყვნენ მასხარების წინამორბედები. ისინიც თავიანთ ბატონებთან ცხოვრობდნენ, თავისი ჭკუითა და ხრიკებით ართობდნენ მას და სტუმრებს, იტანდნენ დამცირებას და ცემასაც კი.

წყარო: intermedia.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს“ – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი?
  • კონსტანტინე გამსახურდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • „დახურულ კარს მიღმა ჩვენთან მოვიდა „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი, რომელმაც ღიად მოითხოვა…“ – რას აცხადებს ირაკლი კობახიძე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge