Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“1972 წელს საქართველოში უცნაური რამ მოხდა…რაც მიწის ქვეშ ნახეს, ეს მეცნიერებისთვის ნამდვილი შოკი იყო…”

July 7, 2023
“1972 წელს საქართველოში უცნაური რამ მოხდა…რაც მიწის ქვეშ ნახეს, ეს მეცნიერებისთვის ნამდვილი შოკი იყო…”

სოციალური ქსელში 1972 წელს, საქართველოში მომხდარ უცნაურ ისტორიაზე პოსტი ვრცელდება, რომელიც ეშერას ლაბორატორიის შესახებ მოგვითხრობს:

“1972 წელს, საქართველოში უცნაური რამ მოხდა.
ეშერას ლაბორატორიაში ჩაუშვეს კომისია, რომელშიც მეცნიერებიც იმყოფებოდნენ. ცნობილია მათი ვინაობაც: ჯუმბერ ლომინაძე, ვახტანგ აბაშიძე და გერმანე გობეჯიშვილი. მათ მიწისქვეშ რაც ნახეს, ეს ნამდვილი შოკი იყო. გერმანე გობეჯაშვილი უცნაური დაავადებით დაავადდა და მალე გარდაიცვალა. ვახტანგ აბაშიძეს კიბო გაუჩნდა. მხოლოდ ერთადერთი ჯუმბერ ლომინაძე გადარჩა და თავადაც უკვირდა ეს ამბავი. როგორც მან პირად საუბრებში აღნიშნა, საქართველოს ქვეშ არის გიგანტური ლაბორატორია, სადაც რამოდენიმე ათასი წლის უკან ტარდებოდა გენეტიკური ექსპერიმენტები, და რომელიც არის დაკონსერვებული და წყლით ამოვსებული.
ამ ლაბორატორიაში რამდენიმე ჩასასვლელი ყოფილა. ეს ყველას სმენია, მაგრამ ადამიანებს იმდენად აქვთ გონება დახშული, მსგავსი საკითხები სასაცილოდ არ ჰყოფნით.
როგორ დაიწყო ყველაფერი? 1965 წელს, მოსკოვმა, ნავთობის აღმოსაჩენად, კავკასიაში დაიწყო გეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები. საქართველოში, ისინი ხარაგაულის მიდამოებში აწარმოებდნენ დაბურღვით სამუშაოებს და მოხდა უცნაური რამ: ბურღვის დროს, ბურღი სიცარიელეში ჩავარდა. ჩაუშვეს სპეციალური აპარატი და იქ წყალი აღმოჩნდა. ბურღი სხვა ადგილას გადაიტანეს, და იქაც იგივე განმეორდა. ახლო-მახლო ტერიტორიაზე ყველგან წყალი და სიცარიელე იყო. ეს ამბავი იქვე არსებულ სოფელშიც გაიგეს, და ხალხმა მეცნიერებს ანახა გამოქვაბულები, საიდანაც ჩადიოდა ხვრელები მიწის ქვეშ.
ჩავიდნენ რამოდენიმე მკვლევარები და სენსაციური ამბავი ამოიტანეს. მათ, მიწის ქვეშ, აშკარად ხელოვნური ზემოქმედების კვალი აღმოაჩინეს. როგორც ისინი ამბობდნენ, იქ არის გიგანტური მეგალითური ბლოკებით ამოყვანილი შახტები, რომლებიც სიღრმეში მიემართება. სასწრაფოდ დააკონსერვეს სამუშაოები და იქაურობა აკრძალულ ზონად გამოცხადდა. რამდენიმე წლის შემდეგ, მოსკოველმა მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევები და დაადგინეს, რომ საქართველოს ქვეშ არის გიგანტური სიცარიელე, რომელიც წყლით არის ამოვსებული და ყველა ჩასასვლელი დალუქულია. ისინი რამოდენიმე ადგილას არიან: ეშერა, მარტვილის მიმდებარე კლდეებიდან, ხომლის მთიდან, ხარაგაულის ნაკრძალიდან, რაჭის სოფელ ღებიდან, აგრეთვე იალბუზის მთიდან და ხეობა ბაქსანიდან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უამრავი საიდუმლო მასალა იქნა გაყიდული საზღვარგარეთ. ერთ-ერთი მოხვდა მედია საშუალებებში და ამიტომაც დაიგეგმა “დისქავერის” მიერ გადაღებები საქართველოში არსებული საიდუმლო ადგილებისა. გადამღები ჯგუფის უფროსმა რაღაც უცნაურობა აღმოაჩინა მთაში და ამ საკითხზე, რატომღაც ხმას არ იღებს. არც ის ფილმი გამოსულა, რაც გადაიღეს. მიზეზი უცნობია.
სავარაუდოდ, ფილმი ძალიან დიდი სკანდალის გამომწვევი შეიძლება გახდეს. რა სახის სკანდალზეა საუბარი – უცნობია, თუმცა ერთი ფაქტია: საქართველოს ტერიტორიაზე არის ძალიან დიდი საიდუმლო, რომელმაც შეიძლება მსოფლიოს წარმოდგენები – ბევრ რამეზე შეცვალოს. ხოლო ვინ აღმოჩნდება ის, ვინც ამ საიდუმლოს ფარდას ახდის – ესეც უცნობია…”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველაფერი პოლიციის შესახებ“: გდდ-ის უფროსად ბაადურ შენგელია დაინიშნა
  • ცნობილია, ყვარელში ავარიის დროს დაღუპული 17 წლის ბიჭის ვინაობა
  • “თუ ეპისკოპოსი რაიმე ზეწოლას განიცდის, ის ვალდებულია, რომ განაცხადოს”- მეუფე დოსითეოსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge