ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილების დედა ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ავრცელებს:
“ყველაზე ძალიან ნერვიულობდა როცა , მორიდებით , მაგრამ მაინც მემილიონეჯერ ვეტყოდი ,,გიო ეს ბავშვი გყავს დღეს და მთხოვეს რა რომ ,,… და აქ იწყებოდა – მომენტალურად თვალები ევსებოდა ცრემლით და მართლა პატარა ბავშვივით , უხერხულობით გულნატკენი მიბრუნებდა პასუხს ,, აი გრიშა მითხარი ამდენი ბედნიერი ბავშვი რომ მიყურებს და ყველა ერთნაირად ელოდება ჩემგან კონტაკტს , რომელს მოვუბრუნდე , ზურგი შევაქციო და იმ ერთს დაველაპარაკო … ისედაც სულ მაგას ვნერვიულობ , რომნვინმე არ დამეჩაგროს და ყველა ერთნაირად მყავდეს,, … მგონი არავისთვის უწყენინებია , უფრო მეტიც , ახლა განდობილი საიდუმლოს შემდეგ ხომ გჯეროდათ რომ თქვენს შვილთან უფრო მეტად იყო! ბედნიერი იყო ჩემი გიო , სხვანაირი და დიდი სიყვარული იცოდა…და რატომ ,, იცოდა,,???? ახლაც იცის და ახლაც ყველა ნაბიჯზეა , დღე არ გავა მასზე სიკეთით დასიყვარულით სავსე მადლიერების მოგონება არ გამიზიარონ , სრულიად უცხო ადამიანებმააა! აი ასეთია ჩემი ბიჭი , რომელიც ახლა სხვა სამყაროში მოგზაურობს და იქ , პატარა ციცინათელებს უფერადებს სივრცეს… 2 წელზე მეტი ვიბრძოლეთ და ერთმანეთისთვის , ამ განუზომელი ტკივილით სავსე დროშიც კი ერთმანეთი ვაბედნიერეთ , ,, ვითომ არაფერი ხდებოდა,, ამ 2 წელმა , ის 31 წელი ხელახლა ჩაიტია, ისე როგორ უშენობის 4 წელმა , უფრო მეტი გაგხადა ჩემთვის ! მადლობ შენ ყველაფრისთვის , იმისთვის რაც შენით მაქვს და ბედნიერება ქვია , შვილები , შვილიშვილები:) ბაბუ შენს სიმღერებზე ჩვენ უკვე ვმღერით და ვცეკინობთ კიდეც :)): ტუკლიკუნა სულ ჩვენთან ხარ , მაგრამ მაინც ძალიან შორს ხარ…მიყვარხარ , კი იცი მაგრამ მაინც …”
