თბილისის ბოტანიკური ბაღი გაშენებულია ყველაზე ძველ მუსლიმურ სასაფლაოზე – „გორხანაზე“
ბოტანიკურ ბაღში სეირნობისას შეიძლება წააწყდეთ არა ერთ ქვას არაბული წარწერით, იმიტომ რომ 1639 წელს თბილისში შაჰ სეფი პირველმა სეიდების სპარსული ტომის წარმომადგენლები ჩამოასახლა, რომლებმაც დღევანდელ აბანოთუბანთან დაიდეს ბინა, ნარიყალას უკან ფერდობზე კი იყო მათი სასაფლაო (სპარსულად გორხანა), სადაც მოგვიანებით თბილისელ მუსლიმებს კრძალავდნენ.
1845 წელს დაარსდა თბილისის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მოგვიანებით გაფართოვდა.
1932-1938 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ სასაფლაოს დანგრევა, მოსწორება და მის ადგილზე ბოტანიკური ბაღის გაგრძელება გადაწყვიტა. იმავე პერიოდში ააფეთქეს სასაფლაოს ტერიტორიაზე მდგარი პატარა მეჩეთიც. ვისაც შთამომავალი ცოცხალი ჰყავდა მიცვალებულების სხვა ადგილას გადასვენება დაიწყეს, დანარჩენი სამარხები, ისევე როგორც მათზე აღმართული მემორიალები, ნელ-ნელა განადგურდა.
ძირითადად ადგილობრივების ჩარევით, ლობირებით და საბჭოთა პოლიტიკის კეთილგანწყობის წყალობით შემორჩება საფლავები, რომლებსაც დღესაც კი შეიძლება წააწყდეთ.
თბილისის უძველესი მუსლიმური სასაფლაოსგან კი დღეს აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა მოკრძალებული, მაგრამ ისტორიული პანთეონი დარჩა. აქ განისვენებენ მირზა სეფი ვაზეჰი 18-ე 19-ე საუკუნის პოეტი, მოაზროვნე და პედაგოგი, მირზა ფათალი ახუმზადე ფილოსოფოსი და აზერბაიჯანული დრმატურგიის ფუძემდებელი
წყარო: ელენე ასაშვილი