ყელასათვის ცნობილი ფაქტია, რომ ისტორიული ცნობები ხშირ შემთვევაში შელამაზებული თხრობით არის გადმოცემული, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ფაქტები რომლებსაც საუკუნეების მანძილზე თაობებს აწვდიდნენ სინამდვილეში სიმართლეს არ შეესაბამება.
გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც სიმრთლე არ აღმოჩნდა.
პირამიდები ებრაელი მონების აშენებული არ არის
იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის ამიჰაი მაზარის თქმით, ეს პოპულარული მითი მომდინარეობს ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მენაჰემ ბეგინის მიერ 1977 წელს ეგვიპტეში ვიზიტის დროს გაკეთებული კომენტარებიდან.
„არცერთი ებრაელი არ აშენებდა პირამიდებს, რადგან ებრაელები არ არსებობდნენ იმ პერიოდში, როდესაც პირამიდები აშენდა“ – განუცხადა მაზარმა AP-ს.
უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები რეალურად აჩვენებს, რომ ეგვიპტელებმა პირამიდები თავად ააშენეს.
კლეოპატრა ეგვიპტელი არ ყოფილა
კლეოპატრა ეკუთვნოდა პტოლემეების დინასტიას, ბერძნული წარმოშობის ოჯახს, რომელიც მართავდა ეგვიპტეს ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ.
მცდარი წარმოდგენა მისი ეროვნების შესახებ შესაძლოა წარმოიშვა იქედან გამომდინარე, თუ როგორ წარმოაჩენდა ის საკუთარ თავს საზოგადოებაში – როგორც ისისი, ეგვიპტური ქალღმერთის რეინკარნაცია.
ვიკინგებს არ ეხურათ რქიანი ჩაფხუტი
არქეოლოგიური მტკიცებულებები არ აჩვენებს რაიმე მტკიცებულებას რქოვანი ჩაფხუტების შესახებ. The History Channel-ის ცნობით, აღმოჩენილი ნამარხების თანახმად ვიკინგების უმეტესობა თავშიშველი დადიოდა ან ეხურა ტყავის თავსაბურავი.
ეს პოპულარული, თუმცა ყალბი წარმოდგენა რქების ჩაპყუტიანი ვაჟკაცების, როგორც ჩანს, 1800-იანი წლებით თარიღდება, როდესაც შვედმა მხატვარმა გუსტავ მალმსტრომსტემსმა ეს გამოსახულება თავის ნამუშევრებში შეიტანა.
კრისტოფერ კოლუმბს ამერიკა არ აღმოუჩენია
კოლუმბმა გამოიკვლია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკაში ფეხი არასოდეს დაუდგამს. მიუხედავად ამისა, აშშ ყოველწლიურად აღნიშნავს კოლუმბის დღეს.
ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნის ბერძენი მათემატიკოსმა პითაგორამ იცოდა, რომ სამყარო მრგვალი იყო. კოლუმბმა კი, სავარაუდოდ, დაგეგმა თავისი მოგზაურობა პტოლემეოს “გეოგრაფიის” ასლის გამოყენებით, რომელიც მოიცავდა თეორიებს მსოფლიოს სფერული ფორმის შესახებ.
მადლიერების დღე პილიგრიმებს პირველი არ აღუნიშნავთ
ფლორიდაში ესპანელებმა მსგავსი მოვლენა აღნიშნეს 1565 წელს, პილიგრიმებამდე (1621 წელს) (ისტორიკოსებმა არ იციან, მოხდა თუ არა 1621 წლის ლეგენდარული ვახშამი). ასევე უცნობია, რას ჭამდნენ პილიგრიმები ამ ცნობილ ვახშამზე. თუმცა რატომ არის ინდაური მადლიერების დღის მთავარი კერძი? რადგან ის უფრო მარტივი დასაჭერა ვიდრე ნებისმიერი სხვა მსხვილფეხა პირუტყვი.
აბრაამ ლინკოლნმა მადლიერების დღე ეროვნულ დღესასწაულად არ აქცია 1863 წლამდე, მაგრამ პრეზიდენტმა რუზველტმა 1939 წელს გადაიტანა დღესასწაული , რათა მადლიერებისა და შობის დღესასწაულს შორის პერიოდი ოდნავ გახანგრძლივებულიყო და ხალხს მეტი დრო დაეთმო საყიდლებზე, რითაც გაზარდა ეკონომიკა. მოგვიანებით კონგრესმა თარიღი ისევ შეცვალა.
ნაპოლეონ ბონაპარტი არ იყო დაბალი
ის არც ისე დაბალი იყო, როგორც ჩვენ გვგონია. ნაპოლეონის სიმაღლე იყო 1 მეტრი და 677 სანტიმტრი, რაც დღეს საშუალო სიმაღლედ ითვლება.
ნაპოლეონმა მოიპოვა სახელი “Le Petit Caporel” (პატარა კაპრალი). მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიყენებთ ტერმინს “ნაპოლეონის კომპლექსი” არასრულფასოვნების პრობლემების მქონე დაბალი მამაკაცების აღსანიშნავად.
მარია ანტუანეტას არ უთქვამს: „დაე, ჭამონ ტორტი“
ჟან-ჟაკ რუსო თავის რომანში „აღსარებაში“ წერდა, რომ „დიდი პრინცესა“ ამბობდა ამ სიტყვებს „დაე, ჭამონ ტორტი“.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვარაუდობს, რომ ის გულისხმობდა ცნობილ მარი ანტუანეტას, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამის დასადასტურებლად.
ცნობილმა ბიოგრაფმა ლედი ანტონია ფრეიზერმა ეს ციტატა მიაწერა სხვა ფრანგ პრინცესას: „დაე, ჭამონ ტორტი“ მასზე 100 წლით ადრე თქვა მარი-ტერეზიმ, ლუი XIV-ის ცოლმა.”
პოლ რევერს არასოდეს უყვირია: “ბრიტანელები მოდიან!”
The History Channel-ის ცნობით, ბრიტანეთის ჯარები უკვე დაბანაკებულნი იყვნენ მასაჩუსეტსის ქალაქგარეთ. ასევე, კოლონისტები თავს მაინც ბრიტანელებად თვლიდნენ. პოლ რევერმა, ალბათ, აუცილებლობის საფუძველზე უამბო ხალხს “რეგულარებზე” – კოლონისტების ტერმინი ბრიტანელი ჯარისკაცებისთვის.
ჯორჯ ვაშინგტონს ხის კბილები არ ჰქონდა
ვაშინგტონს საშინლად ცუდი კბილები ჰქონდა. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებდა სპილოს ძვლის, ოქროსა და ტყვიისგან დამზადებულ პროთეზებს – მაგრამ არა ხისგან.
თუმცა ვაშინგტონს უყვარდა სასმელი. სწორედ სოსმლის ფერი აფერადებდა მის პროტეზებს, რის გამოც ისინი ხის მსგავსი ყავისფერი.
ალბერტ აინშტაინი მათემატიკის გამოცდაზე არ ჩაჭრილა
აინშტაინი გამოირჩეოდა მათემატიკაში პატარა ასაკიდან. ჭორები იმის შესახებ, რომ მან ვერ შეძლო განტოლების ამოხსნა სიმართლე არ არის.
თავის წიგნში “აინშტაინი: მისი ცხოვრება და სამყარო”, ვალტერ აიზექსონი წერდა აინშტაინის პასუხის შესახებ რიპლის პრეტენზიაზე: “მე არასოდეს ჩავჭრილვარ მათემატიკის გამოცდაში. 15 წლამდე მე ათვისებული მქონდა დიფერენციალური და ინტეგრალური გამოთვლები.
აინშტაინის სამაგისტრო მოწმობა, რომელიც 17 წლის ასაკში მიიღო, უმაღლეს ქულებსაც კი აჩვენებს, “6” ალგებრასა და გეომეტრიაში.
ჩიკაგოს დიდი ხანძარი ძროხარ არ გამოუწვევია
1871 წელს ჩიკაგოს დიდ ხანძარს ასობით ადამიანი ემსხვერპლა და 3 კვადრატულ მილზე მეტი დაწვა. ხანძარი რეალურად გაურკვეველი მიზეზების გამო პატარა ხეივანში დაიწყო. იმ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი ძროხამ გამოიწვია, რომელმაც ანთებულ ფარანს ფეხი დაარტყა, თუმცა მოგვინებით ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მან ეს ამბავი გამოიგონა რათა ფაქტი შეელამაზებინა.
ესპანური გრიპი არ წარმოშობილა ესპანეთში
თავდაპირველად “სამდღიან გრიპს” ეძახდნენ, ამ დაავადებამ 1918 წელს დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა – 34 მილიონით მეტი, ვიდრე პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიღუპა.
History Channel-ის ცნობით, ჭორები, სავარაუდოდ, იმიტომ დაიწყო, რომ ესპანეთში გრიპი მალევე გავრცელდა.
შეუძლებელია იმის თქმა, თუ საიდან წარმოიშვა ენდემური დაავადება, მაგრამ ჯონ ბარი, ყველა არსებული მტკიცებულების საფუძველზე, ვარაუდობს, რომ პირველი შემთხვევა მოხდა ჰასკელის ოლქში, კანზასში.
“უოლ სთრითის მგლები” 1929 წელს მომხდარი ეკონომიკური კრიზისის შედეგად არ დახოცილან
შავ ხუთშაბათსა და 1929 წლის დეკემბერს შორის, მხოლოდ ოთხი თვითმკვლელობა იყო დაკავშირებული იმ მოვლენებთან, რომლებმაც გამოიწვია დიდი დეპრესია. მათგან მხოლოდ ორი მოხდა “უოლ სტრიტზე”
County Trust Co-ის პრეზიდენტმა და Rochester Gas and Electric-ის ხელმძღვანელებმა თავი მოიკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჭორები მაშინ დაიწყო, როდესაც კომიკოსებმა დაიწყეს ხუმრობები ეკონომიკის სამწუხარო მდგომარეობის შესახებ.
ავტორი: ელენე ასაშვილი
