Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გვირაბების ქალაქი მიწის ქვეშ, საკრალური მოციმციმე ლამპიონი, დამალული კარები ბუხრების მიღმა – იდუმალი თბილისის ბურუსით მოცული მხარე

June 27, 2023
გვირაბების ქალაქი მიწის ქვეშ, საკრალური მოციმციმე ლამპიონი, დამალული კარები ბუხრების მიღმა – იდუმალი თბილისის ბურუსით მოცული მხარე

თბილისი მთელი თავისი ისტორიითა და მოვლენებით, იდუმალებთ მოცული ქალაქია. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება შვეხვდეთ სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვის შენობებს, სახლებს რომლებიც იდუმალ ისტორიებს ინახავს და არქიტექტურას რომლის მიღმაც ბევრი ამოუცნობი რამ იმალება.

მოგიყვებით ერთი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში ჩავატარე. სოციალურ ქსელში იძებნება ინფორმაცია თბილისში არსებული გასაიდუმლოებული გვირაბების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა.

მიწისქვეშა გვირაბების შექმნის რეალური მიზეზი უცნობია, თუმცა მათ არსებობას ამტკიცებენ კონკრეტული ადამიანები, საკმაოდ დამაჯერებელი ისტორიებით.

თბილისის რუკის დაკვირვების შედეგად შესამჩნევია, რომ 10 გვირაბის დაკავშირებისას იქმნება ე.წ. “პენტაგრამა”

გვირაბების ქალაქი მიწის ქვეშ, საკრალური მოციმციმე ლამპიონი, დამალული კარები ბუხრების მიღმა - იდუმალი თბილისის ბურუსით მოცული მხარე

პენტაგრამა გამოიყენებოდა მრავალი განსხვავებული ნივთის წარმოსაჩენად, დაცვიდან და ძალაუფლებიდან ბალანსამდე და ჰარმონიამდე. ზოგიერთ კულტურაში იგი განიხილება, როგორც ღვთაებრივის სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს დედამიწის, ჰაერის, ცეცხლის, წყლის და სულის ხუთ ელემენტს. სხვებში იგი გამოიყენება ადამიანის სხეულის წარმოსაჩენად, თითოეული წერტილი წარმოადგენს სხეულის სხვადასხვა ნაწილს.

პენტაგრამის ცენტრი თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გვირაბია, რომელსაც ზემო აღნიშნული 10 გვირაბი უერთდება. ამის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია.

მანამ, სანამ მოგიყვებით, თუ რა დანიშნულება აქვს ცენტრალურ გვირაბს, გიამბობთ 10 გვირაბის ისტორიას.

პატარა ისტორიები თითოულ მცირე გვირაბზე:

ყველა სახლი, სადაც გვირაბი მდებარეობს, ერთმანეთისგან 1 წლის დაშორებით მაისის თვეშია, აშენებული სომეხი ვაჭრის მიერ (რომლის შვილიც ახლა ძალიან მოხუცია და ინგოროყვას #6 ში ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა).

მაისი პლანეტა ვენერას თვეა და მას ყველაზე მისტიურ პლანეტას უწოდებენ. (ზოგიერთი კი მას ლუციფერის თვედაც მოიხსენიებს)

გვირაბების ქალაქი მიწის ქვეშ, საკრალური მოციმციმე ლამპიონი, დამალული კარები ბუხრების მიღმა - იდუმალი თბილისის ბურუსით მოცული მხარე

ინგოროყვას #6

ეს ყველაზე პოპულარულია ამ სახლებს შორის, სადაც გვირაბი მდებარეობს. ცნობილია, რომ აქ თავი მოიკლა იმ ვაჭრის ცოლმა, რომელმაც ეს სახლი ააშენა.

სახლში არის ბუხარი, რომელზეც ანგელოზია გამოსახული (ასეთი ბუხარი პენტაგრამის ათივე შენობაში გვხვდება)

სწორედ ეს ბუხარია იდუმალ გვირაბებში ჩასასვლელი კარი. აქვე აღსანისნავია, რომ ბუხარზე მეტად ის საჰაერო მილს უფრო წააგავს.

ინგოროყვას 6 ნომრიდან ბუხრის მეშვეობით შემდეგ სახლში – ინგოროყვას 16 ნომერში გადავდივართ, რომელიც ყოფილი პანსიონატია (დღეს იქ უკვე საცხოვრებელი კორპუსია აშენებული). ამ სახლშიც ვხვდებით ანგელოზის გამოსახულებიან, ამჯერად ამოქოლილ, ბუხარს.

ჟურნალისტური გამოძიების დროს ჩვენ ჩავედით ამ ბუხარში, რომელმაც ინგოროყვას 16 ნომერში მიგვიყვანა, თუმცა შემდეგ გზა ვეღარ გავაგრძელეთ. გზად მცირე ზომის სარდაფებივით ოთახები შგევხვდა, რომელსაც კარი არ ჰქონდა (უცნობია ამ ოთახების დანიშნულება)

გვირაბების ქალაქი მიწის ქვეშ, საკრალური მოციმციმე ლამპიონი, დამალული კარები ბუხრების მიღმა - იდუმალი თბილისის ბურუსით მოცული მხარე

ინგოროყვას #16

საზოგადოების ნაწილმა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ამ ორი სახლის შესახებ იცის. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვირაბებში ადრე ჯალათებს თავებს კვეთდნენ.

საზოგადოებაში არსებობს მითქმა-მოთქმა, რომ ამ სახლის წინ არსებული ქუჩის ლამპიონი არსებულ პენტაგრამაზე საუბრისას სამჯერ ციმციმს იწყებს.

გვირაბების ქალაქი მიწის ქვეშ, საკრალური მოციმციმე ლამპიონი, დამალული კარები ბუხრების მიღმა - იდუმალი თბილისის ბურუსით მოცული მხარე

#66 საჯარო სკოლა იგივე “ჰარი პოტერის” სკოლა სოლოლაკში

თბილისში არსებული სხვა სკოლებისგან განსხვავებით ეს შენობა გოთიკური სტილით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ბუხარი თვალით არ გვინახავს, ამბობენ რომ ეს ადგილიც პენტაგრამის ნაწილია.

გიორგი ახვლედიანის ყოფილი “პეროვსკაიას” 6 ნომერი

ეს ქუჩა გამოირჩევა ბარებით, რესტორნებით და ღამის ცხოვრებით, თუმცა მისი ათვლა ძველად იწყებოდა 7 ნომრიდან.

რესტავრირებულ პეროვსკაიას ქუჩას უკვე ნუმერაცია ჩვეულებრივად აქვს, თუმცა ჯერკიდევ რამდენიმე წლის წინ სახლს, რომელშიც ბერია ცხოვრობდა ნომერი არ ეწერა.

ბერიას სახლი ნუმერაციის თანახმას 6 ნომერი უნდა ყოფილიყო. საზოგადოების თქმით, ამ სახლში სწორედ ანგელოზის გამოსახულებიანი ბუხარი იყო.

ერთ-ერთი მეზობელი იხსენეს იმასაც, რომ ამ სახლის ერთ-ერთ ოთახში გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. ზოგიერთი ადამიანი ზებუნებრივ მოვლენებზეც საუბრობს და აცხადებს, რომა აღდგომებზე სახლში ბერიას სული ჩნდება.

მეფისნაცვლის სასახლე პლეხანოვზე

იგივე ბუხარი, იგივე ორნამენტით და ტრაგიკული სიკვდილით გარდაცვლილი გოგო .

ნარიყალადან მთაწმინდაზე გადასასვლელი გზა

სოციალურ ქსელსი გავრცელებლი ინფორმქაციი თანახმად, აღნიშნულ დგილას ერთი დანგრეული შენობაა, სადაც სწორედ იმავე ბუხრის ნარჩენებია შემორჩენილი.

სომხური ეკლესია ავლაბარში

ეკლესია დღეს რესტავრირებულია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, რესტავრაციამდე აქაც სწორედ იმავე ტიპის ბხუარი იყო.

ამჟამად უკვე ქრისტიანული ეკლესია სოლოლაკში

ასევე რამდენიმე წლის წინ რესტავრირებული შენობა, თუმცა იქ მყოფი საზოგადოება ამტკიცებს, რომ იგივე ბუხარი აქაც ნახეს.

დანგრეული ეკლესია მთაწმინდაზე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ამტკიცებს, რომ მიტოვებულ ეკლესიაში დღეს მხოლოდ ერთი კაცი იმყოფება და მანქანით იქ ასვლა შეუძლებელია.

 მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა

სწორედ აქ მთავრდება პენტაგრამა. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა სივრცე გვირაბების მთავარი წერტილია.

პენტაგრამის ცენტრში ექცევა მერია, კანცელარია, პირველი სკოლა, ფაქტობრივად მთელი რუსთაველის გამზირი.

 

უამრავი თეორია არსებობს, თუ რა არის ამ გვირაბების დანიშნულება, თუმცა დადასტურებული მიზეზი ცნობილი არ არის.

ზოგიერთი თვლის, რომ გვირაბების მიზანი იყო, სახლის მაცხოვრებლები შეუმჩნევლად სარიტუალო დარბაზში შეკრებილიყვნენ, სადაც თაყვანს სცემდნენ არა ღმერთს, არამედ ეშმაკს. ამ თეორიის დამტკიცების შემთხვევაში ბერიას და კომუნისტების რწმენა ეჭვქვეშ დგება.

არსებობს ასევე ვარაუდი, რომ გვირაბები მოწყობილი იყო, რათა საბჭოთა კავშირის ლიდერებს ქალაქის დატოვება შეუმჩნევლად შეძლებოდათ.

საზოგადოების ნაწილის აზრით, გვირაბები შექმნილი იყო, რათა ლიდერებს ხალხი ეწამებინათ და მათგან ინფორმაცია გამოეძალათ ან დაესაჯათ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ისტორიები დამტკიცებული არ არის და შესაძლოა, ვერასოდეს გავიგოთ გვირაბების არსებობის ან მათი დანიშნულების რეალური მიზეზი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ამბის წაკითხვა მკითხველში ემოციებს ნამდვილად გამოიწვევს.

 

ავტორი: ელენე ასაშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხათუნა ბერძენიშვილი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა
  • ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
  • Facebook პოსტის გამო, სასამართლომ რუსკა მჭედლიძე 1 500 ლარით დააჯარიმა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge