ჟურნალისტი ვახო სანაია Facebook-ზე ახალ პოსტს აქვეყნებს.
„სოციალურ ქსელში უცენზურო გამონათქვამისთვის სასამართლო ჩვეულებრივად აცხადებს ადამიანებს დამნაშავეებად. ვინმე ზონდერ და ხელისუფლების უკანონო დავალებების შემსრულებელ პოლიციელს რომ აუგად მოიხსენიებს დაჩაგრული და გამწარებული მოქალაქე, თურმე თავად ყოფილა დამნაშავე და წერენ და წერენ მოსამართლეები ჯარიმებს.
ეს პრაქტიკა ძალიან ჩვეულებრივად ამბად რატომ მივიღეთ ?
რუსული კანონი კი არა, უარესი კანონები მუშაობს“, – წერს ის.
მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისის მამა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე პოლციელის შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა.