ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ჩარლი პრაიდი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა.
დალასის კოვიდკლინიკაში ის ნოემბრის ბოლოს გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მუსიკოსის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჩარლი პრაიდმა მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ის პირველი აფროამერიკელი გახდა, ვინც ქანთრის ჟანრში სერიოზულ წარმატებას მიარწია. მისი ცნობილი ჰიტი Kiss an Angel Good Mornin „გრემის“ სამი პრემიის მფლობელია.