თბილისის მერიის განცხადებით, Tbilisi Open Air 2023-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, 23, 24 და 25 ივნისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიოტირია, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა 10:00 სთ-დან მომდევდო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი დადგელი სქესი მიხედვით იმოძრავებს.
“დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით. კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებისკენ მიმავალი მძღოლები კი გადაადგილდებიან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც მოძრაობას დადგემილი სქემით გააგრძელებენ. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
კერძოდ, N329 ავტობუსი სოფელი თხინვალადან ონკოლოგიური კვლევითი ცენტრისკენ იმოძრავებს ავთო ვარაზისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით; N363 ავტობუსი სოფელი თხინვალადან მეტროსადგურ დელისის მიმართულებით გადაადგილდება ავთო ვარაზისა და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების გავლით, ხოლო ფერმწერთა ქუჩაზე მობრუნდება ტატა თვალჭრელიძის ქუჩის კვეთასთან” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.