ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელშია. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული- ინფორმაციას „მთავარი არხი„ ავრცელებს.
ჯუანშერ ბურჭულაძის უწყება დუმს, სამინისტრო არ აქვს პასუხი, როგორ აღმოჩნდა უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს პირადი მონაცემები მტრის ხელში და კიდევ რამდენი ჯარისკაცისა და მათი ოჯახის უსაფრთხოება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
თავად ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა, რითიც კრემლს სრული წვდომა მისცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედი ინსტრუქტორის ინფორმაციაზე.