ფოტოგრაფმა, დავით ჭელიძემ წაშალა სტატუსი, რომელშიც ირაკლი მაქაცარიას ქორწილის მასპინძლებს აკრიტიკებდა. წაშლის მიზეზს ამჟამად “მიქსმეტრონომი” არკვევს
ცნობისთვის, მანამდე მან სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რომელშიც ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის შესახებ საუბრობდა და აცხადებდა, რომ გადამღებ ჯგუფს ქორწილში საჭმელიც კი არ აჭამეს.
“რა უხერხულია არაა ? მთელი თბილისი დღეს ერთ ქორწილზე საუბრობს და ამ დროს გადამღებებს არ აჭამეს…ხალხი დილიდან მუშაობს და ლუკმა ვერ გაიმეტეს ფოტოგრაფებს და
ვიდეოგადამღებებს ადამიანებად არ გვთვლიან, ასე დამამცირებლად გექცევიან და მერე ეს ხალხი საუბრობს ტელევიზიებში ევროპულ თუ ადამიანურ ღირებულებებზე…
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მდიდრებს უფრო ეშლებათ ეს და არა საშუალო თუ შედარებით დაბალშემოსავლიან ფენებს
და თან გთხოვენ საჯაროდ არ დაწეეო უხერხულიაო, უხერხულია მშიერი რომ
მუშაობს ადამიანი და შიმშილისგან გაქანავებს, ეს ხალხი რომ კიდევ ჰუმანურობას იჩენს და სხვის სახელს უფრთხილდება..რამხელა სულგრძელობაა , მაგრამ
იმსახურებენ კი ?”, – წერს ფოტოგრაფი.
ცნობისთვის, ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ გუშინ იქორწინეს.