რეჟისორი, რობერტ სტურუა ცოტა ხნის წინ თელავში ჩავიდა, სადაც ერეკლე მეფის მიმართ საკუთარი პატივისცემა გამოხატა.
ჩასვლამდე რეჟისორმა ფეისბუქზე პოსტიც გამოაქვეყნა:
„დღეს თელავში მივდივარ: დიდი ერეკლეს პატივსაცემად იკრიბებიან ქართველები! საქართველოს ისტორიას, სიმდიდრეს, კულტურას უვიცი და გახრწნილი ხალხი ლაფს ასხავს: წარსულს! რწმენას! პოეზიას! ძეგლებს! მუსიკას! და რატომ? უფერული ნიჭით დაბოღმილებს თავისი უზნეო სახელი სურთ ააჟღერონ! ამაოდ! ძირს ჯალათები, სახელმწიფოს ქურდბაცაცები, მკვლელები! იმათ კი ვინც ამ სისხლიან ბრბოს იცავს მაგრა მოეკითხებათ! აგერ ერეკლეს მოედანზე, თელავში იწყება!“
5,932 სულ ნახვები
კომენტარები
0 კომენტარები