“არსებობს ძალა, რომელიც უარყოფითი ენერგიით იკვებება, ახლა ის მოცემულობაა, როცა ეს სჭირდება… ერთადერთი რჩევა მექნება, ნუ უსმენთ ნეგატივს… შეეცადეთ ყველაფერს დადებითად შეხედოთ”, – ამის შესახებ ეზოთერიკმა, კონტაქტორმა მარიამ ციმინტიამ “ჯორჯიან თაიმსი”-ს გადაცემაში “ლაბორატორია” ისაუბრა.
მისივე თქმით, მსოფლიო დიდი ცვილებებისთვის ემზადება.
“2 წლის წინ მე პროგნოზი გავაკეთე, იმ ვითარებაზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ეს ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდება. დაახლოებით 2 თვე სიტუაცია შეიძლება ჩაწყნარდეს, თუმცა, აფეთქების პერიოდი უფრო სექტებერი/ოქტომბერი იქნება, აგრესიის ტალღა წამოვა. მსოფლიოში ძალიან დიდი ცვლილებები იქნება. ნუ გეშინიათ, ისე არ შეგვეხება, როგორც ამას ფიქრობენ…
მე ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ ზოგი იტყვის – აფრენსო. არსებობს გარკვეული ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს, ჩვენ მარიონეტები ვართ და ჩვენ როგორც აღვიქვამთ დედამიწას, როგორც დედამიწას, რეალურად ეგეთი ადგილი არ არის. მარტივად რომ ვისაუბროთ, ის ძალა უარყოფითი ენერგიით იკვებება, ახლა ეს სჭირდება, ზოგჯერ დადებითი ენერგიაც სჭირდება. ერთადერთი რჩევა მექნება, ნუ უსმენთ ნეგატივს… შეეცადეთ ყველაფერს დადებითად შეხედოთ.
ერთადერთი რაც გადაგვარჩენს, ეს სიყვარულია. პანიკას ნუ აყვებით, ფაქტია ამ სიტუაციაში ვართ, უფრო მეტ ნეგატივს ნუ მოიზიდავთ…
სხვათაშორის, ერთ-ერთი ამერიკელი მეცნიერი იკვლევდა სად იყო ნამვდილი ედემი და შემდეგ აღმოაჩინა, რომ ეს – ტიფლისია, ეს ის ადგილია სადაც ადამი და ევა იყვნენ. ჩვენ მთებიც გვიცავენ.
კი ბატონო, 2008 -ში დაიწყო პროცესი, ხომ შეიძლება კიდევ უარესი ყოფილიყო, მაგრამ არ მოხდა, რადგან ჩვენ ძალა გვიცავს. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ეს ერთობლივი შიში დაგვანგრევს, დადებით ტალღაზე უნდა გადავიდეთ, დამიჯერეთ დაცულები ვიქნებით”, – თქვა მარიამ ციმინტიამ გადაცემაში “ლაბორატორია”