7 აპრილს, მუსიკოსი ალეკო კვაშალი გარდაიცვალა. ის ასევე მუსიკოსის, ნუგზარ კვაშალის უმცროსი ძმაა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკოსმა დავით ევგენიძემ გაავრცელა. მან ალეკო კვაშალის ფოტო გამოაქვეყნა ტექსტით:
“რა ვთქვა არ ვიცი, მიყვარხარ ძმაო”.
არსებული ინფორმაციით, მუსიკოსმა ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა, თუმცა, შემდეგ თრომბი მოწყდა, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.
მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას გია ბაღაშვილიც ეხმაურება:
“კიდევ ერთი ოჯახის წევრი დავკარგეთ “ივერიამ”, ჩემი უსაყვარლესი ძმა, ალეკო კვაშალი.
ხარება დღეს დაგვტოვა…
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი სიკეთით სავსე კაცს!” – წერს გია ბაღაშვილი.