საქართველოში რუსი მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლასთან დაკავშირებით, მწერალი, ჟურნალისტი დავით კოვზირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც კოვზირიძე წერს, რუსეთის მოქალაქეები პირადი ინტერესების მიზნით ცრუობენ, რომ არიან იმ ქვეყნიდან, რომელსაც ახლა ბომბავენ.
“მასიურად მიაწყდნენ ქვეყანას, რომელიც ოკუპირებული აქვთ და აქ შემოსულები იტყუებიან, რომ არიან ქვეყნიდან, რომელსაც ეხლა ბომბავენ”, – წერს კოვზირიძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საპასუხოდ მძიმე სანქციები მიიღო, ამ სანქციებისგან თავის დასაღწევად, რუსები მასობრივად შემოდიან საქართველოში.
“მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს თემაც ივანიშვილის დავალებით შემოგდებული აღმოჩნდა” – დევდარიანი