ადვოკატმა, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
“ქოცებს არაფერი ეშველებათ. ნაცებიც მაგ კონდიციამდე მივლენ (არც თუ დიდი ხნის მერე), თუ ყველასგან “მიშა მაგარიას” მოსმენის ღრმად ჩაკირული სურვილი სწრაფად არ ამოიგდეს თავიდან”, – დაწერა გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
აღნიშნულს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ეხმაურება და აქვეყნებს ე.წ. სქრინს:
“რაღა დროს “მიშა მაგარიაა”? – ეგ გოიმობაა. ახლა ტრენდში “მელია მაგარია” არის. აბა გაბედე და თქვი, რომ მელია არაა მაგარი – ეგრევე ნაცმოს მტრად გამოგაცხადებენ, მეტიც – სუსის მიგზავნილად, როგორც თავად მელიას შეუმკია არაერთი მისი კრიტიკოსი.მიშა დაბალი ღობეა, მიშაზე კრიტიკა ხსნილია, მეტიც-მაგარ პრადვინუტობად ითვლება”, – წერს ორჯონიკიძე გვარამიას FACEBOOK – პოსტის კომენტარებში.