მსახიობი ქეთი წიქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ ტელევიზიით აზარტული თამაშების რეკლამა უნდა აიკრძალოს.
“ჩემი აზრით, უნდა იკრძალებოდეს ტელევიზიით სამორინეებისა და სლოტების მუდმივი რეკლამა, მითუმეტეს ჩვენნაირ დაქცეულ ქვეყანაში!”, – წერს წიქვაძე სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებელთა საპასუხოდ დასძენს:
“რაღაც გადაცემაზე გადავახვიე და 40 წუთიანი შესავალი იყო – სლოტები. ამას ხომ მოზარდები უყურებენ და კარგი ჰგონიათ?! ვაახ!
თამაშს ვერ აუკრძალავ ადამიანს, მაგრამ ყველგან თვალში რომ არ შეგიჩხირონ არ შეიძლება!?” – წერს მსახიობო Facebook-ზე.