ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ქოცები როგორი ხალხია იცით? ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყავხარ იქამდე, რაზეც ადრე არ გიფიქრია. ვერ წარმოიდგენდი. ხომ ვერ ვიფიქრებდი რომ სააკაშვილის დაცვას დავიწყებდი? იმდენი ქნეს, ეგეც მოახერხეს – რატომ არ შემოუშვით მისი უკრაინელი ადვოკატი საქართველოში, რისი გეშინიათ? რატომ არ გადაგყავთ კლინიკაში პატიმარი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეტად სახიფათოა, როცა მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, ვინც პატიმრობისას რამდენჯერმე გადაუყვანიათ კლინიკებში? რატომ უზღუდავთ სატელეფონო ზარებისა და სასამართლოს უფლებას? თქვენ რომ დაგიჭერენ 5 ივლისზე, ( და არა მხოლოდ!!!), ეგრე რომ მოგექცნენ, მაშინ რა რეაქცია გექნებათ, ქოცნო?,” – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 27-ე დღეა შიმშილობს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
https://mix.metronome.ge/22783-2/
https://mix.metronome.ge/22780-2/