“მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და ახლა ძალიან მწყდება გული მამიდა რომ არ არის” – დედაქალაქის მერი გადაცემის “იმედის კვირას” შემოქმედებით ჯგუფთან ერთად იმ ადგილს ესტუმრა, სადაც მას განსაკუთრებული ემოციური კავშირის აქვს.
კახა კალაძემ 90-იან წლებში გლდანში, მამიდასთან ერთად გატარებული ცხოვრების პერიოდი გაიხსენა.
“მამიდასთან ვცხოვრობდი, ის იყო ჩემთის ყველაფერი: დედაც, მამაც. ძალიან რთული იყო მაშინ ცხოვრება. “კერასინკით” ვთბებოდით, ნავარჯიშები ფორმის გაშრობა აქ ხდებოდა. მაშინ ჩემი ოცნება იყო, რომ თბილისის დინამოს შემადგენლობაში ვყოფილიყავი, ” – იხსენებს კახა კალაძე.
მან იცის, როგორი იმედი ჰყავს ჩემი სახით – ანუკი არეშიძე კახა კალაძეზე
980 სულ ნახვები
კომენტარები
0 კომენტარები